ბოლო წამების დრამა - აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ ჰაიფას „მაკაბი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ბოლო წამების დრამა - აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ ჰაიფას „მაკაბი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ 2022-2023 წლების სეზონს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს. ბელგრადულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა 2:2 დაასრულა ჰაიფას „მაკაბისთან“. ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან პირველ მატჩში (ჰაიფაში) ებრაელებმა 3:2 მოიგეს.

ირაკლი აზაროვმა ევროსეზონი ბათუმის „დინამოში“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკლაციო ეტაპზე დაიწყო და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე სერბეთის ჩემპიონში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

ბელგრადში „ცრვენა ზვეზდა“ ახლოს იყოს მოგებასთან, მაგრამ მატჩი სერბებისთვის შოკისმომგვრელად დასრულდა. ხალხმრავალ „მარაკანაზე“ ბელგრადული კლუბი 27-ე წუთზე ალექსანდრე პეშიჩის გოლით დაწინაურდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ბელგრადელებმა უპირატესობა პეშიჩის გადაცემით მირკო ივანიჩმა გააორმაგა.

პირველი ტაიმის დამატებულ დროში ჰაიფას გუნდი „მაკაბი“ თამაშში დაუბრუნდა. „ზვეზდას“ მეკარემ, მილან ბორიანმა სტუმრების სასარგებლოდ დანიშნული პენალტი მოიგერია, რომელიც დოლევ ჰაზიზამ შეასრულა, მაგრამ ბოლო შეტევაში დანიელ სუნდგრენის მიერ 30 მეტრიდან დარტყმული ბურთი გაუშვა.

მეორე ტაიმის ბოლომდე ანგარიში 2:1 იყო და სერბები დამატებითი დროისთვის ემზადებოდნენ. კომპენსირებულ დროში, მარცხენა ფლანგიდან დარტყმის შემდეგ, ბელგრადელთა ფეხბურთელმა მილან პავკოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ცრვენა ზვეზდა“ „მაკაბისთან“ ორი მატჩი ჯამში 4:5 დამარცხდა (2:3, 2:2) და დაახლოებით 16 მილიონი ევრო დაკარგა – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჰაიფას „მაკაბი“ გავიდა, ხოლო სერბები და ირაკლი აზაროვი ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებენ.