ბოლო ვარჯიში თურქეთში გამგზავრებამდე - „დინამო“ „სპაერს“ შეხვდება #1TVSPORT
ბოლო ვარჯიში თურქეთში გამგზავრებამდე - „დინამო“ „სპაერს“ შეხვდება #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. გუნდს ესპანელი გოლკიპერი ანდრეს პრიეტო და განელი ნახევარმცველი ბარნს ოსეი შეუერთდნენ. დიღმის ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: ანდრე პრიეტო, დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია.

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე, სანდრო გაფრინდაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი.

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, თორნიკე კირკიტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა.

აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძემ გუნდში დააწინაურა რამდენიმე 17 წლის ფეხბურთელი – პაპუნა ბერუაშვილი, მიხეილ მაქაცარია, სანდრო გაფრინდაშვილი და ჯადული იობაშვილი. თბილისური გუნდი თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 20 იანვარს 14:00-ზე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელები საფეხბურთო კლუბ „სპაერს“ უმასპინძლებენ. შეხვედრის ხილვა დინამოს YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

„დინამო თბილისი“ მომდევნო დღეს დაისვენებს და გუნდი თურქულ შეკრებაზე 22 იანვარს გაემგზავრება.