ბოლო ვარჯიში რუმინეთში გამგზავრებამდე - ეროვნულ ნაკრებს გიორბელიძე შეუერთდა #1TVSPORT
ბოლო ვარჯიში რუმინეთში გამგზავრებამდე - ეროვნულ ნაკრებს გიორბელიძე შეუერთდა #1TVSPORT

„ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას 24 ფეხბურთელი იღებდა.

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, გუნდს გურამ გიორბელიძე შეუერთდა – „ვოლფსბერგის“ მცველმა ავსტრიის ბუნდესლიგის ევროსაგზურის პლეი ოფის მატჩი ჩაატარა და ეროვნულ გუნდს ამის შემდეგ შეუერთდება.

ვილი სანიოლის გუნდის ამხანაგური მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩარტერული რეისით 1 ივნისს ჩაფრინდება. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ეროვნული ნაკრები რუმინეთში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას ჩაატარებს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.