ბოლო ვარჯიში გამგზავრებამდე - 21-წლამდე ნაკრები რუმინეთისთვის ემზადება #1TVSPORT
ბოლო ვარჯიში გამგზავრებამდე - 21-წლამდე ნაკრები რუმინეთისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ახალგაზრდული ნაკრები 7 სექტემბერს, ბუქარესტის შემოგარენში, ქალაქ ვოლუნტარიში რუმინეთის 21-წლამდე ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)

მცველები: თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი).

ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი (სამივე – საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია)

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (თელავი). გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია).

რამაზ სვანაძის გუნდი რუმინელ თანატოლებს ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხი „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.