ბოლო სპარინგი შესარჩევ ეტაპამდე - 17-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ
ბოლო სპარინგი შესარჩევ ეტაპამდე - 17-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ
ფეხბურთში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 24 ოქტომბერს საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.
 
გიორგი ჩიტაურის გუნდი უკვე შეკრებაზეა და ბერძნებთან სათამაშოდ ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: დავით ასათიანი (ტორპედო),ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ)
მცველები: საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა (ყველა – დინამო თბ), მიხეილ ავალიანი, სანდრო ტატიშვილი, ზურაბ ზოსიაშვილი (სამივე – სფფ აკადემია), ირაკლი კვაშილავა (საბურთალო)
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, ილჩინ მეხტიევი, შალვა პატაშური (ყველა – სფფ აკადემია), გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ზაურ სიჭინავა (ყველა – დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო)
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ), თემურ თურაზაშვილი (სფფ აკადემია)
ეს ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრებისთვის შესარჩევი ეტაპამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა იქნება, რომელიც 13-19 ნოემბერს გაიმართება.
საქართველო ძლიერ ჯგუფში მოხვდა – გიორგი ჩიტაურის გუნდის მეტოქეები მე-8 შესარჩევ ჯგუფში პორტუგალია, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან .