ბოლო შეხვედრებში დადებითი შეფასებები მიიღო - ლაშა დვალი ფორმაში შედის #1TVSPORT
ბოლო შეხვედრებში დადებითი შეფასებები მიიღო - ლაშა დვალი ფორმაში შედის #1TVSPORT

ლაშა დვალი უნგრული „ფერენცვაროშიდან“ კვიპროსულ „აპოელში“ რთული პერიოდის შემდეგ გადავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ფორმაში შედის, – ამის შესახებ გამოცემა „სპორტ ფმ“-ის წერილი მეტყველებს, რომლის თანახმადაც, დვალმა ბოლო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა.

„ლაშა დვალს სერიოზულად აკრიტიკებდნენ იმ მდგომარეობის გამო, რომლითაც კვიპროსში ჩამოვიდა. ის მოუმზადებელი იყო, რისი მიზეზიც ტრავმების გამო გაცდენილი დრო იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ნელა აღწევდა იმ კონდიციებს რასაც მისგან „აპოელის“ ხელმძღვანელობა ითხოვდა.

დაიწერა კიდეც, რომ იანვარში მისი წასვლის საკითხი დადგებოდა. მაგრამ მან ბოლო ორ შეხვედრაში დადებითი შეფასებები მიიღო. ძირითად შემადგენლობაში აეკ-თან ითამაშა, ხოლო „აკრიტასთან“ მოედანზე ტრავმირებული კაროს ნაცვლად გამოჩნდა.

საინტერესოა ახლა, როცა „აპოელი“ ლიდერებში დაწინაურებას ცდილობს, რამდენი სათამაშო დრო დაეთმობა გამოცდილ ქართველ მცველს და შეძლებს თუ არა თავისი რეპუტაციის დადასტურებას, დვალს ხომ კვიპროსში ჩამოსვლამდე შესანიშნავი კარიერა ჰქონდა“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე უნგრული „ფერენცვაროშის“ მოთამაშე იყო, სადაც სტაბილურად თამაშობდა, სანამ ტრავმებმა და კორონავირუსმა არ შეაჩერა. 27 წლის მცველი 2015 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის ფორმითაც 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.