ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და სატურნირო ვითარების გათვალისწინებით - ქუთაისის „ტორპედოდან“ ჩხეტიანი გაუშვეს​ #1TVSPORT
ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და სატურნირო ვითარების გათვალისწინებით - ქუთაისის „ტორპედოდან“ ჩხეტიანი გაუშვეს​ #1TVSPORT

კახა ჩხეტიანი საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის – ამის შესახებ ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში“, – წერია „ტორპედოს” განცხადებაში.

ვინ იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანი „ტორპედოში“ 2016-2019 წლებში მუშაობდა და კლუბს ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოუტანა. ის გუნდს წლეულს დაუბრუნდა, როდესაც გუნდი ბოლო ადგილებზე იმყოფებოდა.