ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 3 553
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 3 553

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვმა 33 000-ს გადააჭარბა. თურქეთში სტიქიის შედეგად 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი – 3 553.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად ადგილზე 233 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან კი ამ დროისთვის 148 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში 159 საათის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, მაშველებმა ჰათაისა და ქაჰრამანმარაშის პროვინციებში 10 წლის გოგონა, 55 წლის ქალი და სამი წლის ბიჭი გადაარჩინეს.

გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.