ბოლო მატჩი შეკრებაზე - „სამტრედია“ ცხადაძის გუნდის წინააღმდეგ (ვიდეო)

„სამტრედიამ“ თურქული შეკრება საკონტროლო შეხვედრით დაასრულა – ეროვნულ ლიგაში დაბურნებულ გუნდს ყაზახური „ორდაბასი“ შეხვდა (რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა ცხადაძეა) და 1:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სამტრედიელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს, ყაზახებმა კი ორი გოლი გაიტანეს და შესვენებამდე 2:0 დაწინაურდნენ.

„სამტრედიამ“ მეორე ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა და ბოლოს ზურაბ ღირდალაძის გოლით სხვაობა შემაცირა, მაგრამ მაინც წააგო – 1:2.

„სამტრედია“: სეფიაშვილი, ინკუმი, ჯგერენაია, საჯაია, კერძევაძე, კამბა, ქოჩლაძე, პავიშიჩი, კვირკვია, ილურიძე, იმნაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: სიკაჩი, ახალაძე, რუხაია, ყურბანოვი, თოთაძე, დიზი, ჩაკვეტაძე, ლუკავა, ღირდალაძე, ნადირაძე, რობაქიძე.

ეს თურქული შეკრებაზე „სამტრედიას“ ერთად-ერთი წაგება იყო. სულ შეკრებაზე გუნდმა 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. კახა კაჭარავას გუნდი დღეს საქართველოში დაბრუნდება.