ბოლო ერთ წელიწადში ჰემილტონმა ქველმოქმედებაში 25 მილიონი დახარჯა #1TVSPORT
ბოლო ერთ წელიწადში ჰემილტონმა ქველმოქმედებაში 25 მილიონი დახარჯა #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გაზეთ Sunday Times-ის რეიტინგში შევიდა, რომელიც შედგენილია ქველმოქმედებისთვის შემოწირულობების მონაცემთა მიხედვით.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მერსედესის“ პილოტმა ქველმოქმედებისთვის 25 მილიონი დოლარი გაიღო. ბრიტანელის ქონება 360 მილიონ დოლარს შეადგენს.

25 მილიონის დიდი ნაწილი ჰემილტონმა დახარჯა განათლების, ახალგახრდობისა და დასაქმების მიმართულებით.

ლუისმა Sunday Times-ის რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა.