ბოლო ერთ დღეში იტალიაში „კოვიდ-19“-ით 534 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო ერთ დღეში იტალიაში „კოვიდ-19“-ით 534 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 534 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, 80-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსხვერპლთან ერთად, ბოლო ერთ დღეში გაზრდილია ინფიცირებულების რაოდენობაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსი 2 729 ადამიანს დაუდგინდა, ერთი დღით ადრე ეს მაჩვენებელი 2 256-ს შეადგენდა.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 24 648-ს მიაღწია. იტალიაში აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილების რაოდენობით მეორე ადგილზეა.

ქვეყანაში ოფიციალურად გამოვლენილია კორონავირუსის 183 957 შემთხვევა. ამ მონაცემებით იტალია აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.