ბოლო ექვს სეზონში ოთხჯერ, „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონის გარკვევაში პირდაპირ მონაწილეობდა

08:23, 26.06.2020

ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო ექვსი სეზონიდან სამში საჩემპიონო რბოლის ბედი „ჩელსის“ სტადიონზე – „სტემფორდ ბრიჯზე“ გადაწყდა. ამის შესახებ დაწერა სტატისტიკურმა პორტალმა „ოპტამ“.

ხუთშაბათს, „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“ (2:1), რის შემდეგაც „ლივერპულმა“ შვიდი ტურით ადრე გაინაღდა პრემიერლიგის ტიტული.

ამ შემთხვევის გარდა, ინგლისის ჩემპიონობის ბედი ამავე არენაზე გადაწყდა 2014-15 წლების სეზონში „კრისტალ პალასთან“ მატჩში („ჩელსიმ“ მოიგო 1:0 და ტიტული აიღო) და 2015-16 წლების სეზონში „ტოტენჰემთან“ მატჩში (2:2, რის შემდეგაც, „ტოტენჰემმა“ დაკარგა შანსი, რომ დაწეოდა „ლესტერს“).

გარდა ამისა, 2016-17 წლების გათამაშებაში „ჩელსი“ ბოლო ექვს სეზონში მეოთხედ იყო ინგლისის ჩემპიონის გარკვევაში უშუალო მონაწილე, მაგრამ ეს „სტემფორდ ბრიჯზე“ არ მომხდარა. მაშინ „ჩელსიმ“ გასვლაზე მოუგო „ვესტ ბრომვიჩს“ და მორიგი ტიტული დაისაკუთრა.

მსგავსი