ბოლო 63 წელიწადში პირველად, ევროტურნირებზე გოლი ცალხელა ფეხბურთელმა გაიტანა #1TVSPORT
ფარერის კუნძულების „რუნავიკის“ ნახევარმცველმა, მარიუს კრიგერ ლინდმა კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში სლოვენიის „კოპერის“ კარში გოლი გაიტანა.
27 წლის დანიელმა 70-ე წუთზე გამოიჩინა თავი და ანგარიში 2:0 გახადა. ამ გოლით მისმა გუნდმა დამატებით დრომდე მიიყვანა საქმე, რის შემდეგაც „რუნავიკმა“ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
ლინდის გოლს ისტორიული მნიშვნელობა აქვს: ეს არის ევროტურნირების ისტორიაში მეორე გოლი, რომელიც ცალხელა ფეხბურთელმა გაიტანა. პირველი იყო ფორვარდი ჯიმი ჰეისტი ჩრდილოეთ ირლანდიიდან: 1963 წლის სექტემბერში, ირლანდიის „დანდალკში“ თამაშისას მან თავი გამოიჩინა ჩემპიონთა თასის მატჩში შვეიცარიული „ციურიხის“ წინააღმდეგ.
ლინდი დაიბადა მარჯვენა მკლავის გარეშე. ის 2026 წლის იანვრიდან თამაშობს „რუნავიკში“. ასევე მის კარიერაში იყო ფარერების „ტორსჰავნი“ და „არგირი“, აგრეთვე დანიის „სლაგელსე“.