ბოლო 24 საათში გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა
ბოლო 24 საათში გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა

ბოლო 24 საათში გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე სატელეფონო საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის მთავარი თემა 2015- 2016 წლებში პარიზისა და ბერლინის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება იყო.

როგორც ცნობილია, რუსეთი უკრაინისგან წერილობით მტკიცებულებას ითხოვს „შტაინმაიერის ფორმულასთან“ დაკავშირებით, რაც ნორმანდიული ოთხეულის შეკრების საფუძველი უნდა გახდეს.