ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 715-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტი ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში ჩინეთში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 52 მოქალაქე.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ინფიცირებული არის ხუბეიში, სადაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 65 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. გამოჯანმრთელდა – 20 900. მეორე ადგილზეა გუანდუნი – 1 300-ზე მეტი ინფიცირებული. მესამე ხაინანი – 1 200-ზე მეტი ინფიცირებული და ანალოგიური მაჩვენებელია ჯეძიანშიც.

ოფიციალური ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთის 31 რეგიონიდან 26-ში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.