ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრიტანეთში კორონავირუსით 146 ადამიანი გარდაიცვალა

22:39, 10.08.2021

გასული 24 საათის განმავლობაში, ბრიტანეთში კორონავირუსით 146 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმვალობაში, ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 23 510 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გუშინდელთან შედარებით მცირედით დაბალია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ექვს მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 130 ათასი ადამიანი.

მსგავსი