ბოლო 20 წელიწადში ევროპის ტოპ-ლიგებში „რეალის“ აღზრდილები ჭარბობდნენ - საფეხბურთო აკადემიების რეიტინგი #1TVSPORT
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოავლინა საუკეთესო საფეხბურთო აკადემიები, რომლებიც ფეხბურთელებს ევროპის ტოპ-ლიგებისთვის ამზადებენ. CIES-ის კვლევაში გააანალიზეს 2005-25 წლებში მსოფლიოს 55 წამყვანი საფეხბურთო აკადემიის მუშაობის ისტორია.
აკადემიების აღზრდილებში ექსპერტები გულისხმობდნენ ფეხბურთელებს, რომლებმაც კლუბის სკოლაში მინიმუმ სამი სეზონი გაატარეს 15-დან 20 წლის ასაკში. სტატისტიკაში მოსახვედრად მოთამაშეს ერთი მატჩი მაინც უნდა ჰქონოდა ჩატარებული ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატში.
CIES-მა დაადგინა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ტოპ-ლიგებისთვის ყველაზე მეტი ფეხბურთელი მადრიდის „რეალმა“ მოამზადა. ამ პერიოდში წამყვან ევროპულ ლიგებში მადრიდული კლუბის 166-მა ფეხბურთელმა ითამაშა. ჯამში მათმა სათამაშო დრომ 1 078 118 წუთი შეადგინა.
შემდეგ მოდის „ბარსელონას“ ლა მასია, რომელმაც 156 ფეხბურთელით მოამარაგა ევროპის ტოპ5 ლიგა. მესამეზე არიან „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილები – 111 ფეხბურთელი.
15 საუკეთესო საფეხბურთო აკადემიის სია ასე გამოიყურება:
- რეალი – 166 ფეხბურთელი (1 078 118 წუთი)
- ბარსელონა – 156 (1 043 263)
- პარი სენ-ჟერმენი – 111 (556 606)
- ლიონი – 103 (812 385)
- მანჩესტერ იუნ – 103 (646 061)
- რენი – 94 (627 861)
- ატალანტა – 94 (580 199)
- ბილბაო – 89 (573 537)
- მონაკო – 88 (497 075)
- ვალენსია – 87 (542 293)
- ტულუზა – 87 (519 668)
- ატლეტიკო – 84 (506 554)
- ბაიერნი – 80 (514 931)
- რომა – 80 (502 712)
- სოსიედადი – 77 (548 535)