ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავეს
ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავეს

ქვემო ქართლის პროკურატურამ ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავა.

გიორგი არევაძე 2004-დან 2007 წლამდე ბოლნისის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. სავარაუდოდ გამოძიება მას გამგებლობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ედავება.

პროკურატურაში არევაძის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი არევაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს საღამოს წარუდგენენ.

ბოლნისის ყოფილი გამგებლის დაკავება ასევე დაადასტურა ადვოკატმა თამაზ ქოქოშვილმა, თუმცა მისი თქმით, დაკავებულთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მის პოზიციას ბრალის წარდგენის შემდეგ დააფიქსირებს.