ბოლნისის “სიონში” ჟორჟიკაშვილი შალამბერიძემ შეცვალა
კობა ჟორჟიკაშვილსა და ბოლნისის “სიონს” შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა, მის ნაცვლად კი თემურ შალამბერიძე დაინიშნა.
გასულ სეზონში ჟორჟიკაშვილის თავკაცობით “სიონი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. თუმცა, წლეულს გუნდი აუტსაიდერებშია – 18 შეხვედრაში 13 ქულით ბოლნისელები ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.
ბოლნისელები შეიკრიბნენ და მესამე წრისთვის მზადებას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით შეუდგნენ. ამიერიდან გუნდს გამოცდილი სპეციალისტი, თემურ შალამბერიძე უთავკაცებს. შალამბერიძეს მთავარ მწვრთნელად გორის “დილასა” და ქობულეთის “შუქურაში” უმუშავია. ბოლოს კი, “საბურთალოს” აკადემიის დირექტორი გახლდათ.
“სიონის რიგებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს.მათ შორის, პრაღის “სლავიადან” დაბრუნებული მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი. გუნდი 4 ფეხბურთელმა დატოვა – ცოტნე სამუშიამ, ლაშა ჯაფარიძემ, გიორგი ჭეიშვილმა და მიხეილ მუჯრიშვილმა ბოლნისელთა საბოლოო ბირთვი, მიმდინარე თვის ბოლოს გაირკვევა.
ეროვნული ლიგა 1-ის მესამე წრის განახლებამდე გუნდი შეკრებას გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. “სიონი” მესამე წრის პირველ შეხვედრას , 3 აგვისტოს, “საბურთალოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.
.