ბოლივიის სენატმა საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესის გამარჯვება გააუქმა
ბოლივიის სენატმა საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესის გამარჯვება გააუქმა

ბოლივიის სენატმა 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესის გამარჯვება გააუქმა. სენატის მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შედეგები იურიდიულად ძალადაკარგულია და პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სენატორების და დეპუტატების ასარჩევად ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ბოლივიის დროებითი მთავრობა ევო მორალესს ტერორიზმში სდებს ბრალს. 20 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ევო მორალესმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა, თუმცა მისმა მთავარმა კონკურენტმა, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა. ბოლივიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ევო მორალესს გადადგომისკენ მოუწოდა. მორალესი გადადგა და მექსიკაში გაემგზავრა. ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი სენატის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ჟანინ ანიესმა გამოაცხადა. საკითხის განხილვისას პარლამენტში კვორუმი არ იყო, თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაუფლების გადაცემის კანონიერება დაადასტურა.

ევო მორალესის გადადგმის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის დაპირისპირებას სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი