ბოლივიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით ჩატარდება

00:08, 11.11.2019

ბოლივიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით ჩატარდება.

„ბოლივიაში ჩატარდება განმეორებითი არჩევნები, რათა ხალხმა მთავრობა დემოკრატიული გზით აირჩიოს“, – განაცხადა ევო მორალესმა.

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა გაიმარჯვა. ამას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მსგავსი