ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მარია ეიდი როკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 38,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 1,378 ლეტალური.

„როიტერის“ ინფორმაციით, გადატვირთულია საავადმყოფოები და სასაფლაოები. ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პიკი აგვისტოში ან სექტემბერში იქნება.