„ბოხუმი“ ფეხბურთელის მიმართ რასიზმის გამოვლინებას იძიებს
„ბოხუმი“ ფეხბურთელის მიმართ რასიზმის გამოვლინებას იძიებს

გერმანული საფეხბურთო კლუბი „ბოხუმი“ გამოძიებას აწარმოებს ამხანაგური მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გუნდის ახალწვეულს, ინგლისელ ჯორდი ოსეი-ტუტუს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს.

20 წლის ოსეი-ტუტუ „არსენალს“ ეკუთვნის და „ბოხუმში“ იჯარით თამაშობს, მატჩი კი, რომლის დროსაც ინციდენტი მოხდა, შვეიცარიული „სენტ-გალენის“ წინააღმდეგ სამშაბათს, 9 ივლისს გაიმართა.

გერმანულმა კლუბმა სოციალურ მედიაში განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც გულშემატკივრებს არწმუნებს, რომ გუნდი ფეხბურთელს ყველანაირად გვერდში დაუდგება.

„ბოხუმი მკაცრად გმობს რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჯორდი, შენს გვერდით ვართ“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.