„ბოკა ხუნიორსში“ კორონავირუსის აფეთქებაა - ინფიცირებულია 19 ადამიანი
„ბოკა ხუნიორსში“ კორონავირუსის აფეთქებაა - ინფიცირებულია 19 ადამიანი

არგენტინულმა გრანდმა „ბოკა ხუნიორსმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურა კლუბში კორონავირუსის ეპიდემია. პრესის ცნობით, „ბოკაში“ 19 ინფიცირებულია, აქედან 14 ფეხბურთელია.

უნდა აღინიშნოს, რომ 17 სექტემბერს, „ბოკა ხუნიორსს“ ლიბერტადორესის თასის განახლებულ გათამაშებაში პარაგვაის „ლიბერტადთან“ უწევს შეხვედრა. თუ კლუბი სრულფასოვან შემადგენლობას ვერ შეკრებს, მას, შესაძლოა, ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

„30 აგვისტოს, რამდენიმე ფეხბურთელს დაუდგინდა COVID-19-ის მსგავსი სიმპტომები, ამიტომაც მომდევნო დღეს ჩატარდა ტესტირება, რომელმაც დადებითი შედეგები აჩვენა. ამას მოჰყვა განმეორებითი ტესტები გუნდის ყველა წევრისთვის და გაირკვა, რომ დაინფიცირების მასობრივ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ამ მიზეზით, მთელი გუნდი საკუთარ ოთახებშია იზოლირებული. უახლოესი 72 საათის განმავლობაში ვარჯიშები არ ჩატარდება, რის შემდეგაც ახალი ტესტირება იქნება“, – წერია განცხადებაში.