„ბოკა ხუნიორსს“ ლიბერტადორესის თასზე კორონავირუსიანი ფეხბურთელებით თამაშის უფლება მისცეს
„ბოკა ხუნიორსს“ ლიბერტადორესის თასზე კორონავირუსიანი ფეხბურთელებით თამაშის უფლება მისცეს

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) უფლება მისცა არგენტინულ გრანდს „ბოკა ხუნიორსს“ – პარაგვაის „ლიბერტადის“ წინააღმდეგ ლიბერტადორესის თასის მატჩში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელები შეუშვას მინდორზე.

CONMEBOL-მა და ჯანმრთელობის დაცვის კომისიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ინფიცირებულ ფეხბურთელებს ავადმყოფობა უსიმპტომოდ გადააქვთ. ოფიციალური რელიზი არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ დაბეჭდა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბოკაში“ ინფიცირებულია ფეხბურთელთა 50 პროცენტი.

„ლიბერტადში“ მკაცრად დაგმეს მომხდარი. „ცხადია, რომ უნდა მოქმედებდეს ძველი წესები – ვინც დადებითი ტესტი ჩააბარა, თამაშს ვერ შეძლებს. ინფიცირებული უცხოელები ჩამოვლენ და მინდორზე გავლენ? განრისხებულები ვართ“, – განაცხადა „ლიბერტადის“ პრეზიდენტმა რუბინ დი ტორემ.

გარდა ამისა, პარაგვაელებმა გაავრცელეს ოფიციალური განცხადება: „კლუბი სრულ აღშფოთებას გამოხატავს და არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. ასევე აბსოლუტურ შეშფოთებას გამოთქვამს პარაგვაის მოსახლეობის საზიანოდ ამ ადამიანების მიმართ დიფერენცირეული დამოკიდებულების გამო. ძალიან ვწუხვართ, რომ CONMEBOL იგნორირებას უკეთებს ჯანმრთელობის დაცვის საკუთარ პროტოკოლს, არღვევს თანაარსებობის ფუნდამენტალურ პრინციპებს, რითაც საფრთხეში აგდებს ადამიანების ჯანმრთელობას“.

„ლიბერტადისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ მატჩი 18 სექტემბერს უნდა გაიმართოს.