„ბოკა ხუნიორსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
„ბოკა ხუნიორსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

არგენტინულმა გრანდმა „ბოკა ხუნიორსმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. კლუბს მიგელ ანხელ რუსო უხელმძღვანელებს.

ეს ინფორმაცია ბუენოსაირესულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა. 63 წლის სპეციალისტისთან უკვე გაფორმდა კონტრაქტი. რუსო ადრეც ავარჯიშებდა „ბოკა ხუნიორსს“, კერძოდ, 2007 წელს და მაშინ გუნდი კოპა ლიბერტადორესზე ტრიუმფამდე მიიყვანა.

არგენტინის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ, „ბოკა ხუნიორსი” მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „არგენტინოს ხუნიორსს“.