„ბოკა ხუნიორსმა“ პირველად ისტორიაში არგენტინის სუპერთასი მოიგო
„ბოკა ხუნიორსმა“ პირველად ისტორიაში არგენტინის სუპერთასი მოიგო

„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბუენოს-აირესულმა კლუბმა „როსარიო ცენტრალი“ პენალტების სერიაში (6:5) დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. არგენტინის სუპერთასი 2012 წლიდან იმართება.

ბოკასთვის“ ეს პირველი გამარჯვებაა, მანამდე კი მათ სამი ფინალური შეხვედრა წააგეს. კლუბი 2018 წელსაც იმყოფებოდა არგენტინის სუპერთასის ფინალში, თუმცა მაშინ გამარჯვება ვერ მოახერხა.