„ბოკა ხუნიორსის“ სტადიონზე ჩადებული ბომბის გამო, თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა
„ბოკა ხუნიორსის“ სტადიონზე ჩადებული ბომბის გამო, თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა

სამშაბათს, „ბოკა ხუნიორსის“ საშინაო სტადიონის, „ბომბონერას“ თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა – უცნობმა ბომბის შესახებ ტელეფონით დატოვა შეტყობინება.

„ლიბერტადორესის თასის ჩაშლილი ფინალიდან ხუთი დღის თავზე, „ბომბონერას“ სტადიონის თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება არენაზე ჩადებული ბომბის შესახებ. მოხდა მათი სტადიონის ტერიტორიიდან ევაკუაცია“, – იტყობინება „კაპიტალი“ (Capital).

„პოლიციამ იპოვნა ეჭვმიტანილი – მუნიციპალური კამერების დახმარებით. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას“, – განაცხადა ბუენოს აირესის უსაფრთხოების სამსახურის მდივანმა.

ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის 9 დეკემბერს, მადრიდში, „სანტიაგო ბერნბეუზე“ გაიმართება. პირველი მატჩი, რომელიც „ბომბონერაზე“ გაიმართა, 2:2 დასრულდა.