„ბოკა ხუნიორსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის გადმობირებას ცდილობს
„ბოკა ხუნიორსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის გადმობირებას ცდილობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი მარკუს როხო არგენტინული კლუბის, „ბოკა ხუნიორსის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება ESPN.

არგენტინელებს დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ და შეეცდებიან, ეს მისია თანამემაულე როხოს დააკისრონ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 19 მილიონ ევროს შეადგენს.

მარკუს როხოს კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2021 წლამდეა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა არგენტინელი მცველის შეძენას „რომას“ ხელმძღვანელობაც გეგმავს.