ბოკა ხუნიორსი ლიბერტადორესის თასის ფინალს მიუახლოვდა [ვიდეო]
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე – კოპა ლიბერტადორესზე, მეორე არგენტინულ-ბრაზილიურ წყვილში პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.
ბუენოს აირესში „ბოკა ხუნიორსმა“ „პალმეირასს“ უმასპინძლა და მეტოქის წინააღმეგობა ბოლოსკენ გატეხა. 83-ე და 88-ე წუთებზე დარიო ბენედეტომ დუბლი შეასრულა და განმეორებითი მატჩისთვის „ბოკა ხუნიორსმა“ ორბურთიანი უპირატესობა მიიღო – 2:0.
PERO QUÉ GOLAZO, PIPA BENEDETTO. pic.twitter.com/zk45qDCGLT
— FUTBOLERO (@Futbolero_10_) October 25, 2018
საპასუხო შეხვედრა პირველ ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალის პირველ მატჩში ბრაზილიურმა „გრემიომ“ სტუმრად – 1:0 მოუგო არგენტინულ „რივერ პლეიტს“.