„ბოკა ხუნიორსი“ კავანის ვერ შესწვდა

13:27, 12.06.2020

„ბოკა ხუნიორსის“ ხელმძღვანელობას „პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელი ვარსკვლავის ტრანსფერს თანხა არ ეყო, – იუწყება Ole.

გამოცემის ინფორმაციით, თვად ედისონ კავანის ჰქონდა არგენტინაში თამაშის სურვილი, მაგრამ საყოველთაო ფინანსურმა კრიზისმა ურგვაელი ფეხბურთელისა და „ბოკა ხუნიორსის“ გეგმები შეცვალა.

მიმდინარე სეზონში კავანიმ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი ბურთი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი