არგენტინის სუპერლიგის 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონი „ბოკა ხუნიორსი“ გახდა.
დედაქალაქურმა გუნდმა ბოლო მატჩი ლა პლატას „ხიმნასიას“ წინააღმდეგ ჩაატარა. „ბოკა ხუნიორსიმა“ თამაში კარლოს ტევესის გოლის წყალობით 1:0 მოიგო, სატურნირო ცხრილში „რივერ პლეიტს“ ორი ქულით გაასწრეს და ქვეყნის ჩემპიონები 34-ედ გახდნენ.
ბოკას მთავარმა კონკურენტმა „რივერ პლეიტმა“ სეზონის ფინიში ჩააგდო და ბოლო ორი თამაშის მოგება ვერ მოახერხა. „რივერმა“ 23-ე ტურის შეხვედრა სტუმრად „ატლეტიკო ტუკუმანთან“ ფრედ 1:1 დაასრულა.
მარსელო გალარდოს გუნდმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა ანგარიში, თუმცა მეორე ნახევარში გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ტიტული დაკარგა.