„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონი 34-ედ გახდა 
„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონი 34-ედ გახდა 

არგენტინის ჩემპიონატის ბოლო, 23-ე ტურში „ბოკა ხუნიორსი“ შინ იღებდა „ხიმნასია ესგრიმას“.

შეხვედრა ბუენოს აირესში, „ალბერტო არმანდოს“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 1:0. ერთადერთი გოლი კარლო ტევესმა 72-ე წუთზე გაიტანა.

ბოლო ტურის წინ, „ბოკა“ ერთი ქულით ჩამორჩებოდა „რივერ პლეიტს“, რომელმაც პარალელურ მატჩში 1:1 ითამაშა „ატლეტიკო ტუკუმანთან.

ეს ტიტული „ბოკა ხუნიორსისთვის“ 34-ეა. ჩემპიონობის რაოდენობით ლიდერი „რივერ პლეიტია“, რომელსაც არგენტინის პირველობა 36-ჯერ აქვს მოგებული.