ბოიან კრკიჩმა 32 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ბოიან კრკიჩმა 32 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა ბოიან კრკიჩმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელმა გამოსათხოვარი ცერემონია „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე მოაწყო.

„მადლობა ყველას იმისთვის, რომ აქ ხართ. აქ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან შეკრებილნი. მე „ბარსელონას“ სისტემაში რვა წლის ასაკში მოვხვდი. ახლა 32 წლის ვარ და მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, მინდა, ამაყად გამოვაცხადო, რომ ჩემს ცხოვრებაში პროფესიული ფეხბურთელის ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც განვიცადე. ცხოვრება ეტაპებისგან შედგება და ვგრძნობ, რომ ჩემი დრო მოვიდა. ვაცხადებ, რომ კარიერის დასრულება გადავწყვიტე“, – თქვა ბოიანმა.

კრკიჩი კლუბის გარეშე იანვრის ბოლოდან იყო დარჩენილი, როცა ვადა ამოეწურა მის კონტრაქტს იაპონურ „ვისელ კობესთან“.

პროფესიულ დონეზე კრკიჩმა 451 მატჩი ჩაატარა, 93 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კარიერის განმავლობაშო მას უთამაშია „ბარსელონაში“, „რომაში“, „მილანში“, „აიაქსსა“ და სხვა კლუბებში. ესპანეთის ნაკრებში მან ერთ მატჩში ითამაშა.