„ბოდო გლიმტმა“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა „სპორტინგს“ და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„ბოდო გლიმტმა“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა „სპორტინგს“ და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ნორვეგიის „ბოდო გლიმტმა“ საკუთარ მოედანზე გაანადგურა „სპორტინგი“ – 3:0.

ანგარიში პენალტით სონდრე ფეტმა გახსნა, რის შემდეგაც თავი გამოიჩინეს ულე დიდრიკ ბლომბერგმა და კასპერ ჰოგმა.

„ბოდო გლიმტმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. მანამდე მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“ (3:1), „ატლეტიკო“ (2:1) და ორჯერ „ინტერი“ (2:1, 3:1).

საპასუხო შეხვედრა 17 მარტს ლისაბონში გაიმართება.