„ბოდო გლიმტმა“ ჩემპიონთა ლიგიდან შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბოდო გლიმტმა“ ჩემპიონთა ლიგიდან შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

ნორვეგიის „ბოდო გლიმტი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. მან საკვალიფიკაციო პლეი ოფის მეორე მატჩიც მოუგო იტალიის ჩემპიონატის ლიდერსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს „ინტერს“ – 2:1, ორი მატჩის ჯამში კი 5:2 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ანგარიში 58-ე წუთზე იენს პეტერ ჰაუგემ გახსნა და სტუმრები წინ გაიყვანა. 72-ე წუთზე ჰოკონ ევიენმა გაზარდა ნორვეგიული კლუბის უპირატესობა. 77-ე წუთზე „ინტერმა“ ალესანდრო ბასტონის მონდომებით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

1/8-ფინალში „ბოდო გლიმტი“ „მანჩესტერ სიტისთან“ ან „სპორტინგთან“ ითამაშებს.