ბოატენგი „ბაიერნიდან“ მიდის #1TVSPORT
ბოატენგი „ბაიერნიდან“ მიდის #1TVSPORT

„მიუნხენის ბაიერნის“ მცველმა, ჯერომ ბოატენგმა სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო,  – იუწყება Bild. 

გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობისგან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემოთავაზება არ მიუღია.

ამგვარად, ჯერომ ბოატენგი „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და გამოცდილი ფრანგი მცველი შეძენა კლუბებისთვის გაცილებით ხელსაყრელი გახდება.