BMW M235i - ტიპის ავტომობილებს შორის ეროვნული ვირტუალური რბოლის პირველი ეტაპი გაიმართა
საქართველოს ციფრული ჩემპიონატი 2020 (Georgian Digital Championship 2020) – ტურნირი წრიულ რბოლაში, სადაც თითოეული რბოლის წესები საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების იდენტურია.
რბოლა „ლაგუნა სეკას“ (Laguna Seca) სიმულირებულ ტრეკზე ჩატარდა. მასში 20-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ქართველი ავტომრბოლელი მონაწილეობდა.
ორივე რბოლის ჯამური წინასწარი შედეგებით, ტურნირს სანდრო თავართქილაძე ლიდერობს.
პირველი რბოლა:
პირველი ადგილი – სანდრო თავართქილაძე
მეორე ადგილი – დათა ქაჯაია
მესამე ადგილი – გიორგი დათუაშვილი
მეორე რბოლა:
პირველი ადგილი – გიორგი ნოზაძე
მეორე ადგილი – ნიკა კობოსნიძე
მესამე ადგილი – ლუკა ტურიაშვილი
შემდეგი ეტაპი „მაგიონეს“ (Magione) სიმულირებულ ტრეკზე 17 ივნისს, 22:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის გეგმით, წლის საუკეთესო „სიმ რეისერს“ (ვირტუალური მრბოლელი), რომელსაც არ ექნება რეალური პროფესიული სარბოლო გამოცდილება, „ფია მოტოსპორტ გეიმსზე“ (Fia Motorsport Games 2021) გაემგზავრება.