„ბლუმბერგის“ ცნობით, ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას აპირებს
„ბლუმბერგის“ ცნობით, ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას აპირებს

„ბლუმბერგი“ იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს სომეხთა გენოციდის აღიარებას აპირებს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ბაიდენსა და ერდოღანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის თემებზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

მედია აღნიშნავს, რომ 1915 წლის მოვლენების შესახებ საუბართან დაკავშირებით არაფერია ნახსენები სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა დაინტერესება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციულ ორმხრივი ურთიერთობებზე, თანამშრომლობის სფეროების გაფართოებასა და უთანხმოებების ეფექტურად აღმოფხვრასთან დაკავშირებით. თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერები ივნისში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, თურქული მხარის მიერ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ერდოღანმა უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის უარის გამო, განახორციელოს ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება, რომელსაც ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მოიაზრებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას შაბათს აპირებს. თურქეთის ხელისუფლება ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს არ აღიარებს.