„ბლუმბერგი“ - „დიდი შვიდეულის“ წევრები ვალდებულებას იღებენ, განუსაზღვრელი მასშტაბის დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში
„ბლუმბერგი“ - „დიდი შვიდეულის“ წევრები ვალდებულებას იღებენ, განუსაზღვრელი მასშტაბის დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში

„დიდი შვიდეულის“ წევრები ვალდებულებას იღებენ, განუსაზღვრელი მასშტაბის დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში, – „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადების პროექტის ტექსტში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – აღნიშნულია განცხადების პროექტში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე განიხილავენ შესაძლებლობას, გამოიყენონ რუსეთის იმპორტის ტარიფებიდან მიღებული შემოსავლები უკრაინის მხარდასაჭერად.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი გერმანიის ბავარიის რეგიონში იმართება.