„ბლუმბერგი“ - აშშ რუსეთისგან მოითხოვს, რომ უკრაინას საკუთარი შეიარაღებული ძალები და თავდაცვითი მრეწველობა ჰქონდეს
„ბლუმბერგი“ - აშშ რუსეთისგან მოითხოვს, რომ უკრაინას საკუთარი შეიარაღებული ძალები და თავდაცვითი მრეწველობა ჰქონდეს

მედიის ცნობით, აშშ რუსეთისგან მოითხოვს, რომ უკრაინას საკუთარი შეიარაღებული ძალები და თავდაცვითი მრეწველობა ჰქონდეს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ვაშინგტონის ეს მოთხოვნა უფრო ფართო „სამშვიდობო შეთანხმებაში“ მოხვდება.

როგორც „ბლუმბერგის“ წყარო ამტკიცებს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ წინადადებას რუსეთში ვიზიტისას, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენებს.

როგორც სააგენტო წერს, არმიის სათანადო დაკომპლექტების უფლება, როგორც ამას უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები მოითხოვენ, ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს, უარი თქვას უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ მიზანზე – უკრაინის დემილიტარიზაციაზე.

ამასთან ერთად, „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ს სურს, რუსეთმა დაუბრუნოს უკრაინას კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. შემდეგ ეს სადგური, ტრამპის გეგმის მიხედვით, უკრაინის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგიით ქალაქები, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს და ასევე ის რაიონები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

აშშ-ს ასევე სურს, უზრუნველყოს უკრაინისთვის მდინარე დნეპრზე გადასასვლელი და დაუბრუნოს კიევს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხარკოვის ოლქში.

„ბლუმბერგის“ ამ ინფორმაციაზე ტრამპის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.