ბლატერი ინფანტინოს სასამართლოში უჩივის
ბლატერი ინფანტინოს სასამართლოში უჩივის

„ფიფას“ (FIFA) ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ორგანიზაციასა და მის მოქმედ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სასამართლოში უჩივლებს, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ (L’Equipe).

83 წლის შვეიცარიელმა 2015 წელს დატოვა პრეზიდენტის პოსტი კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან რთული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეა. უპირველესი პრეტენზიაა – მორალური ზიანი, რომელიც მე „ფიფამ“ მომაყენა, როცა გამოაქვეყნა არასწორი ციფრები. ფედერაციამ არც კი შეიწუხა თავი შეემოწმებინა ფაქტები“, – განაცხადა ბლატერმა.