„ბიზნესონლაინმა“ კვარაცხელია თათრეთის წლის სპორტსმენობის მთავარ კანდიდატად დაასახელა - მან გულშემატკივრებს ფეხბურთის სიყვარული დაუბრუნა
„ბიზნესონლაინმა“ კვარაცხელია თათრეთის წლის სპორტსმენობის მთავარ კანდიდატად დაასახელა - მან გულშემატკივრებს ფეხბურთის სიყვარული დაუბრუნა

გამოცემა „ბიზნესონლაინმა“, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თათრეთის წლის სპორტსმენობის ყველაზე რეალურ კანდიდატად დაასახელა.

„ხვიჩამ გულშემატკივრებს დავიწყებული ემოციები დაუბრუნა და ევროპელი სუპერვარსკვლავის სტატუსამდე აიყვანა. წლის სპორტსმენის არჩევა რთული იყო, ვიდრე ოდესმე. ჩვენმა რედაქციამ თავისი კანდიდატი შეარჩია, მაგრამ თავისი სიტყვის თქმა მკითხველსაც შეუძლია. 2020 წელს ხვიჩა კლუბის ყველაზე ნათელი წერტილია“, – წერს გამოცემა.

ბიზნესონლაინი“ წერს, რომ დიდი ხნის განმავლობაში „რუბინს“ არ ჰყავდა ფეხბურთელი, რომელთა გამოც გულშემატკივრები გუნდის მატჩებზე ივლიდნენ:

„ქართველი ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. მისმა თამაშმა „რუბინის“ მიმართ ინტერესი დაუბრუნა, როგორც პრესას, ასევე ნეიტრალურ გულშემატკივრებს. დაუჯერებელი დრიბლინგი, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები, სახიფათო პასები, პენალტები, რუსეთის პრემიერლიგის ლიდერობა დრიბლინგში და ევროპული კლუბების მუდმივი ინტერესი: ხვიჩა 2020 წელს კლუბის ყველაზე ნათელი წერტილია და გულშემატკივრებს ფეხბურთის სიყვარული დაუბრუნა“.

ამავე დროს, გამოცემა თვლის, რომ „რუბინისთვის“ ქართველის დამატება კარგი ტრანსფერი იყო:

„კვარაცხელიას ყაზანში ჩასვლა „რუბინისთვის“ დიდი წარმატებაა. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი მჭიდროდ ურთიერთობს ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან, რომლის თანამშრომლობა „ყაზანთან“ უკვე ტრადიციაა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, „რუბინმა“ კვარაცხელიას მხარეს პრემიებისა და საკომისიოს სახით 3 მილიონი ევრო გადაუხადა – მიუხედავად იმისა, რომ ის კლუბში თავისუფალი აგენტისა და ახალგაზრდა ნიჭის სტატუსით მოვიდა. ეს იყო რისკი. მაგრამ საიმანოვმა ქართველში ინვესტიცია ჩადო და ფსონმა შედეგი გამოიღო“.

გამოცემა ქართველისადმი ევროპული კლუბების მზარდ ინტერესზეც წერს:

„დღეს ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელზეც რუსეთის ჩემპიონატის არცერთი კლუბი არ იტყვის უარს. ჩვენი ინფორმაციით, „რუბინმა“ უკვე მიიღო შეთავაზება 10-15 მილიონი ევროს ოდენობით რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბებისგან, ხოლო ხვიჩას აგენტმა თქვა, რომ „უდინეზეს“ და „გენტს“ უარი უთხრა. „რუბინი“ კვარაცხელიაში მინიმუმ 20-25 მილიონი ევროს გადახდას ელოდება და მზადაა, მხოლოდ ტოპ-ლიგის კლუბში გაუშვას“.