„ბიზნეს-ონლაინი“ - ანანიძეს სამი ვარიანტი აქვს
„ბიზნეს-ონლაინი“ - ანანიძეს სამი ვარიანტი აქვს

რუსული გამოცემა „ბიზნეს-ონლაინის“ ცნობით, მოსკოვის „სპარტაკის“ გენერალურმა დირექტორმა თომას ცორნმა ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს შეატყობინა დომენიკო ტედესკოს გადაწყვეტილების შესახებ: გუნდის მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მოთამაშეს გაუჭირდება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და ურჩია, სხვა კლუბის ვარიანტი განიხილოს.

„27 წლის ქართველი „სპარტაკის“ მთავარი ვეტერანია. ამჟამინდელი მოთამაშეებიდან, ანანიძემ ყველაზე მეტი მატჩი გაატარა და ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. მაგრამ კლუბში მის კარიერას ტრავმების გამო წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. ვარიანტები კი აქვს – თურქეთი, რუსეთი, დასავლეთი ევროპა. „ზენიტთან“ მატჩში (0:1), ჯანოს მოედანზე თანაგუნდელ ლორენცო მელგარეხოსთან კონფლიქტი მოუვიდა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მოთამაშეებს შორის კონფლიქტი მოგვარდა და მას ქართველთან დაკავშირებით ტედესკოს გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია. ამ შეტაკების შედეგი მხოლოდ ფულადი ჯარიმა იყო: მთელი ამ დროის განმავლობაში, ჯანომ „სპარტაკში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა. მომავალ კლუბთან ერთად, იანოს ჯერ არ გადაუწყვეტია. ერთი ვარიანტი არის თურქეთი. თუმცა, არსებობს შანსი, რომ ნახევარმცველი გაემგზავრება დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ კლუბში, ან თუნდაც დარჩეს რუსეთში. არსებული ცნობით, მისით ტულას „არსენალი“ დაინტერესდა. მაგრამ ჩვენი მონაცემებით, ამ დროისთვის კლუბსა და მოთამაშეს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“ – წერს „ბიზნეს-ონლაინი“.

გამოცემის მტკიცებით, ახალ კლუბში გადასვლით თავად ჯანოა დაინტერესებული, მიზეზი კი ერთა ლიგის სანაკრებო თამაშებია: „ანანიძე მზადაა, საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ში მოხვედრაში დაეხმაროს. ამიტომ მას თამაშის პრაქტიკა სჭირდება. მარტში, მისი გუნდი ბელორუსის და მაკედონია/კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ ქართველები ამ ორ ეტაპს გაივლიან, ისინი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილს მიაღწევენ. ანანიძეს ეროვნულ გუნდთან ერთად დიდ ტურნირზე წასვლა ძალიან სურს. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, მარტის მატჩებისთვის კარგ ფორმაში იყოს“.