„ბიზნეს ინსაიდერი“ - რეალურად გავლენიანი მოთამაშე უკრაინაში, ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი ომით განადგურებულ უკრაინას ოლიგარქებს გადასცემს?
„ბიზნეს ინსაიდერი“ - რეალურად გავლენიანი მოთამაშე უკრაინაში, ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი ომით განადგურებულ უკრაინას ოლიგარქებს გადასცემს?

რეალურად გავლენიანი მოთამაშე უკრაინაში. ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი ომით განადგურებულ უკრაინას ოლიგარქებს გადასცემს?, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საერთაშორისო ეკონომიკური საკითხების მაღალჩინოსანმა, მაიკ პაილმა მის უკრაინელ კოლეგებს გაუგზავნა ოთხგვერდიანი სამუშაო პროექტი, სადაც ჩამოთვლილია რეფორმები, რომლის შესრულებაც თეთრ სახლს სურს უკრაინისგან, რის სანაცვლოდაც გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას.

როგორც „ბიზნეს ინსაიდერი“ აღნიშნავს, სამუშაო პროექტის მიზანია, უკრაინამ შეაკავოს კორუფცია, რომელიც მმართველ მთავრობას ახასიათებს. რამდენადაც ცნობილია, წერილის ადრესატებს შორის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკიც იყო.

„ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას უკრაინის ანტიკორუფციული კოალიციის წარმომადგენელი დარია კალენიუკი აცხადებს, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა იმ ოლიგარქებისგან გათვისუფლდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს გაჩნდნენ უკრაინაში. „მაგრამ ამის სანაცვლოდ, ანდრეი ერმაკი, რომელსაც ძალაუფლებით მოწამლულ ადამიანად მოიხსენიებს, ოლიგარქიის ახალ სისტემას ქმნის, რის სათავეშიც თავადაა“, – აღნიშნავს კალენიუკი.

კალენიუკის თქმით, პრეზიდენტის აპარატის უფროსი, მოადგილეებისა და მინისტრების მეშვეობით, მანევრირებას ახდენს უკრაინის ეკონომიკის დიდ ნაწილზე, ისევე, როგორც მის სამართალდამცავ და უსაფრთხოების აპარატზე. „ის არ აშენებს ძლიერ უკრაინას“, – ამბობს კალენიუკი.

„ბიზნეს ინსაიდერი“ წერს, ხოლო თავად ერმაკი უარყობს ბრალდებებს, თითქოს პრეზიდენტის ოფისს იყენებს უკრაინის ძარცვისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები არის რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი უკრაინის ლიდერების წინააღმდეგ.

„უკრაინელი ოლიგარქები, რომელბიც დაუპირსპირდნენ ზელენსკის გუნდს, იყენებენ უკრაინულ მედიას ანტიკორუფციული რეფორმების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – ამბობს ზარივნა.

როგორც „ბიზნეს ინსაიდერი“ აღნიშნავს, ასევე ირკვევა, რომ გასულ ზაფხულს უკრაინაში ჩატარებული გამოკითვის თანახმად, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყნაში მეწარმოების განვითარების მთავარ დაბრკოლებას კორუფცია წარმოადგენს, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში უკრაინა 180 ქვეყნიდან 116 ადგილს იკავებს.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ჟურნალისტი ასევე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილ მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩს, რომელიც აცხადებს, რომ ერმაკი ორმხრივი ადამიანია, ბოროტი და კეთილი ერთად. არესტოვიჩი ერმაკს „შავი პროპაგანდის“ ოსტატად მოიხსენიებს, რომელსაც საკუთარი კონკურენტების ჩამოშორება შეუძლია.

„გამძაფრებული ნაციონალისტური ვნებების პირობებში ზოგი უარს ამბობს, ილაპარაკოს უკრაინის ოკუპანტის ენაზე. თუმცა, ერმაკი და ზელენსკი ერთმანეთს რუსულად ელაპარაკებიან“, – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ამბობს არესტოვიჩი და ასევე აცხადებს, რომ ერმაკისა და მისი ადმინისტრაციის ქცევისა და მენეჯმენტის მოდელი სრულიად რუსულია. „ისინი ყველა ადამიანს ჭადრაკის ფიგურებად მიიჩნევენ“, – დასძენს არესტოვიჩი.