ბიულეტენების 32 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკი 30.16 პროცენტით ლიდერობს
ბიულეტენების 32 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკი 30.16 პროცენტით ლიდერობს

ბიულეტენების 32 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმების 30.16 პროცენტი აქვს. მეორე ადგილს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იკავებს 16.71 პროცენტით, მესამე ადგილზე კი ოპოზიციის ლიდერი, პარტია „ბატკივშინას“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკოა 13.21 პროცენტით.

აღნიშნული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო გადადიან.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობა 63.48 პროცენტი იყო.