ბითაძის მწვრთნელის, ბიორკგრენის მომავალი „ინდიანაში“ ბუნდოვანია #1TVSPORT
ბითაძის მწვრთნელის, ბიორკგრენის მომავალი „ინდიანაში“ ბუნდოვანია #1TVSPORT

ამერიკული გამოცემა „ბლიჩერ რეპორტი“ ავრცელებს ინფორმაციას სათაურით „ნეით ბიორკგრენის მომავალი „ინდიანაში“  ბუნდოვანია“.

მიზეზად სახელდება პრობლემები, რომლებიც მწვრთნელს რამდენიმე მოთამაშესთან ურთიერთობაში შეექმნა. ამასთან არც გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებია სახარბიელო. „ინდიანა პეისერსი“ სადღეისოდ აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და საპლეიოფო გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მას 20 აპრილის შემდეგ კოჭის ტრავმის გამო არ უთამაშია. ნეით ბიორკგრენი გოგას სათამაშო დროს უმთავრესად იმ შემთხვევებში აძლევდა, როცა წინახაზელთაგან ერთ-ერთი, საბონისი ან ტერნერი ვერ თამაშობდნენ. ბითაძეს 37 მატჩში საშუალოდ 11.3 წუთი, 5.1 ქულა, 3.2 მოხსნა და 1.2 დაფარება აქვს.

დატოვე კომენტარი