ბითაძის სასტარტო და 14 ქულა „მემფისთან“ - „ინდიანა“ დიდი სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის სასტარტო და 14 ქულა „მემფისთან“ - „ინდიანა“ დიდი სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

25 მარტს გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 5 შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის გუნდი, „ინდიანა პეისერსი“ „მემფის გრიზლისს“ ესტუმრა და 103-133 დამარცხდა.

ბითაძე კვლავ „პეისერსის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერად, 29:46 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 14 ქულა, 4 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო გამოიყენა, 3-ჯერ კი პერიმეტრიდან ისროლა, მაგრამ უშედეგოდ. ის მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

 

მატჩი „მემფისმა“ მარტივად მოიგო, რადგან გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა. ყველაზე შედეგიანი 30 ქულით დესმონდ ბეინი იყო, ჯარენ ჯექსონს 20 ქულა ჰქონდა. „ინდიანადან“ გოგას  ქულებით მხოლოდ ორმა კალათბურთელმა აჯობა – ლენს სტივენსონმა 25 ქულა დააგროვა, ხოლო ტერი ტეილორის ანგარიშზე 17 ქულაა.

მემფისი VS ინდიანა

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 27 მარტს „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს.