ბითაძის სასტარტო და 14 ქულა - გოგამ „ატლანტას“ სამჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის სასტარტო და 14 ქულა - გოგამ „ატლანტას“ სამჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 9 თებერვალს მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“, სადაც სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს (გუნდმა დომანტას საბონისი, ჯასტინ ჰოლდეი და ჯერემი ლემბიკინგსში“ გაუშვა, სანაცვლოდ კი, ტრისტან ტომპსონი, ტაირიზ ჰალიბერტონი და ბადი ჰილდი მიიღო), თავისი შეხვედრა გამართა „ატლანტა ჰოუქსთან“ და დიდი სხვაობით, 113-133 დამარცხდა.

მაილს ტერნერს ტრავმა აწუხებს, დომანტას საბონისს კი „პეისერსი“ ოფიციალურად დაემშვიდობა, შესაბამისად ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30:01 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულის, 2 მოხსნის, 2 პასის, 2 ჩაჭრის და 3 დაფარების დაგროვება მოასწრო. გოგამ 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 1 ბურთი ააცილა. ის 4-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

 

„ატლანტამ“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა და დიდ შესვენებაზე 26-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მატჩში საუკეთესო ტრაე იანგი იყო, რომელმაც 34 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა, „პეისერსიდან“ ყველაზე შედეგიანი 25 ქულით კრის დუარტე იყო, ლენს სტივენსონმა 24 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.

„ინდიანა“ შემდეგ შეხვედრას „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.