ბითაძის სასტარტო და 12 ქულა - „ინდიანამ“ „პორტლენდი“ დიდი სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის სასტარტო და 12 ქულა - „ინდიანამ“ „პორტლენდი“ დიდი სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარულ სეზონზე „პეისერსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. რიკ კარლაილის გუნდი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 129:98 მოუგო.

წინა შეხვედრის მსგავსად, გოგა ბითაძე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 23.48 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა (1 შეტევაში) და 3 პასი დააგროვა. გოგამ ერთხელ ისროლა სამქულიანი და უშედეგოდ, ორქულიანი კი 9-დან 6-ჯერ კალათში მოათავსა. ის მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა და +/- მაჩვენებელი +17 ჰქონდა.

 

მატჩში გარდამტეხი უპირატესობა „პეისერსმა“ პირველივე მეოთხედში მოიპოვა, როცა მეტოქეს 13 ქულით გაექცა. საბოლოო ჯამში კი 31 ქულით მოიგო. საუკეთესო მექულე „პორტლენდის“ ჯოშ ჰარტი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. „ინდიანადან“ გამორჩეული 24 ქულით ოშაე ბრისეტი იყო.

შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 24 მარტს „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გამართავს.